ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 79-76 იმარჯვა. თოკოს გუნდი ამ მოგებით ფინალში გავიდა სადაც "ობრაიდოროსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შენგელიამ პარკეტზე 14:52 წუთი დაჰყო, რა დროშიც მისი მონაგარი 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი იყო.