რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩები, სადაც თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" "ბრეოგანს" უმასპინძლა და 100:78 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25:28 წუთი გაატარა, სადაც მისი მონაგარი: 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა, ხოლო მარგი ქმედების კოეფეციენტი კი +23, სადაც მხოლოდ ილიმანე დიოპს ჩამორჩა (+25).
"ბასკონია" 11 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე 18 ქულით იმყოფება.