Belive

The Ringer გოგა ბითაძის სტატისტიკით აღფრთოვანებულია

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
20 წლის ბიჭისათვის, მოხვიდე ლიგაში და მაშინვე TOP 10 მცველის სტატისტიკა აჩვენო, იშვიათი და საკმაოდ განსაკუთრებული მოვლენაა. NBA-ს ახალბედების სტატისტიკური ლიდერია დაფარებებში და მე-17 ადგილზეა ყველა მოთამაშეს შორის. როცა გოგა მოედანზეა მეტოქის ფარქვეშიდან სროლის მცდელობების 8.9%-ს ანეიტრალებს. ეს შედეგი კი საშუალოდ მესამეა ბოლო 10 წლის ახალბედათა სტატისტიკაში, ვისაც 150 წუთი მაინც უთამაშია. როცა გოგა ფარს იცავს, ოპონენტების სროლის სიზუსტე 39.6%-ია - ეს კი ელიტური შედეგია. როცა გოგა მოედანზეა, ინდიანა მეტოქეს ყოველ ას შეტევაში მხოლოდ 100.6 ქულას აგდებინებს - ეს არის ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი. სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ theringer.com-ზე. წყარო: facebook.com/GogaBiitadze  

სხვა სტატიები