ტენერიფემ ბნეი ჰერცლია გაანადგურა - შერმადინი შეხვედრის MVP გახდა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ,,ბნეი ჰერცლიამ” ,,ტენერიფეს” უმასპინძლა და 38-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 57:95 დამარცხდა.
სტუმართა შემადგენლობაში 19 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.
მასპინძელთა რიგებში 17 ქულით, 6 მოხსნითა და 1 დაფარებით ბირამ ფაიე გამოირჩა.
,,ტენერიფე” 2 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,ბნეი ჰერცლაი'' კი 1 გამარჯვებითა და 2 წაგებით ჯგუფის მესამე ადგილზეა.
გიორგი შერმადინის გუნდი მომავალ შეხვედრას 6 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, ,,ბილბაოსთან'' შინ გამართავს.
😍 ¡Suma y sigue!
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) November 2, 2022
💪 @gioshermadini, MVP de la victoria en Israel pic.twitter.com/oQ9AV59yM5