Belive

ტენერიფემ ბარსელონასთან წააგო - შერმადინმა 7 ქულა მოაგროვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-9 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ტენერიფეს'' უმასპინძლა და 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:83 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში 18 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 10 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მარსელინო უერტასსა და ელჯინ ქუქს ჩამორჩა.

,,ბარსელონას'' 18 ქულით, 2 დაფარებით, 1 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით ჯაბარი პარკერმა ულიდერა.

,,ტენერიფე'' 4 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი მომავალ შეხვედრას 18 ნოემბერს, ,,პალენსიას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები