შერმადინმა გუნდს ულიდერა - ტენერიფე ლიგაზე დამარცხდა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფე" სტუმრად თურქეთში "დარუშაფაკასთან" 4 ქულიანი სხვაობით, 88:84 დამარცხდა.
Derrota en Estambul
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 24, 2023
💛🖤 #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/uPAVJw41D7
საქართველოს ნაკრების ცენტრმა - გიორგი შერმადინმა, საკუთარი კლუბიდან პარკეტზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრო, 36:41 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი შერმადინმა 7/8 ორქულიანი ჩააგდო და საკუთარი კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
🏀 @gioshermadini es nuestro MVP del partido hoy.
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 24, 2023
💛🖤 #VamosCanarias #TeToca #BasketballCL pic.twitter.com/1qB6nPbgnj
ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, "ტენერიფე" მეორე პოზიციაზე იმყოდება.
კანარელები შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს 8 ნოემბერს, ლატვიური "რიგას" წინააღმდეგ ჩაატარებენ.