Belive

შერმადინის ტენერიფემ სარაგოსა და მაკფადენი დაამარცხა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში "სარაგოსამ" "ტენერიფეს" უმასპინძლა და 100:106 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 31 წუთი ითამაშა ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც ამ დროში 12 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-ჯერ დააფარა მეტოქის ნასროლ ბურთს. 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 6-ვე ტყორცნა გამოიყენა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი (19) ქულა ტად მაკფადენმა დააგროვა. ნატურალიზებულმა ქართველმა 26 წუთში 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

გიორგი შერმადინის გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ლიგა ენდესაში ადგილი მკვეთრად გაიუმჯობესა. ტენერიფეს 13 მოგება და 9 მარცხი აქვს, ცხრილში კი მეხუთე პოზიციას იკავებს. შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურს შინ, 2 მარტს, "გრანადას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები