შერმადინის MVP-ის ტიტული მანრესასთან სტუმრად მოგებულ მატჩში
10 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინის წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს პრინციპული დაპირისპირება მოაგებინა. ტენერიფე სტუმრად შეხვდა ცხრილში გვერდიგვერდ მყოფ “მანრესას”, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში – 76:73 სძლია და ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. შერმადინმა 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 12 ქულას გიორგიმ 8 მოხსნა, 4 დაფარება და 3 პასი მოაყოლა, რითაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სარგებლიანი იყო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 ერთეული შეადგინა.
7 მოგებითა და 7 მარცხით ტენერიფე ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ტენერიფე 22 დეკემბერს, შინ, სარაგოსასთან გამართავს.
წყარო: gbf.ge