დღეს სტარტი აიღო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურმა, სადაც გიორგი შერმადინის "უნიკახა" შინ "სარაგოსას" დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, 98:82 დაამარცხა.
გიომ პარკეტზე 20:34 წუთი გაატარა და ამ ხნის მანძილზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 18-ს მიაღია და ამ მაჩვენებლით იგი ორივე გუნდის შემადგენლობაში მესამე იყო.
შემდეგი ტურის მატჩს "უნიკახა" 3 ნოემბერს სტუმრად "სან პაბლო ბურგოსის" წინააღმდეგ გამართავს.