Belive

შენგელიას ორმაგმა დუბლმა ცსკა ევროლიგაზე მარცხისგან ვერ იხსნა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ევროლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, მოსკოვის "ცსკა-მ" საშინაო კედლებში უშუალო კონკურენტ "ოლიმპია მილანოს" უმასპინძლა და 76:84 დამარცხდა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც პარკეტზე ყველაზე მეტი - 33:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 29 წლის ქართველი ფორვარდი თავისი გუნდის შემადგენლობაში მეორე საუკეთესო მექულე იყო, მთლიანად შეხვედრაში კი - მესამე. ამ მარცხის გარდა, "არმიელები" ამ სეზონში კიდევ 9-ჯერ დამარცხდნენ, 18 შეხვედრა კი გამარჯვებით დაასრულეს. რუსული გრანდი მოგება/წაგებათა ასეთი ბალანსით მესამე ადგილს იკავებს და სწორედ იტალიურ კლუბს ჩამორჩება, თუმცა მათზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირში შემდეგ შეხვედრას ქართველი ლეგიონერის გუნდი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, 18 მარტს გამართავს.  

სხვა სტატიები