Belive

შენგელიას დებიუტი შედგა, თუმცა ვირტუსმა წააგო

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ევროთასის მე-15 ტურში "ვირტუს ბოლონიამ" საკუთარ არენაზე "ოლიმპიას" უმასპინძლა, სადაც თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა. საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იტალიურ კლუბს მოკლევადიანი კონტრაქტით, სეზონის ბოლომდე შეუერთდა. შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე "ოლიმპიას" უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 12-ქულიანი უპირატესობითაც მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიას გუნდი დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავად ითამაშა, მან პარკეტზე გატარებულ 21:22 წუთში - 14 ქულას, 7 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 2 ბლოკშოტს მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ თოკომ სამქულიანი 3 მცდელობიდან 2-ჯერ ჩააგდო.



"ვირტუს ბოლონია" მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში, 20 მარტს, თბილისის დროით 21:15 საათზე, ისევ საშინაო არენაზე გამართავს, სადაც "ვენეციას" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები