Belive

შენგელია დაბრუნდა და 6 ქულა მოაგროვა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ლიგა ენდესას" 33-ე ტურში, "ბასკონიამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია იცავს, "ხუვენტუტი" 87:81 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთი და 29 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. "ხუვენტუტის" რიგებში საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშე, ტედ მაკფადენი გამოჩნდა, რომელმაც 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. ესპანეთის ჩემპიონატში დასკვნითი ტურია დარჩენილი, რომელიც 26 მაისს შედგება. “ბასკონია” სტუმრად “ვალენსიასთან” ითამაშებს. "ბასკონია" 26 მოგებით და 7 მარცხით მეორე ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "რეალს".

სხვა სტატიები