შაკი: ,,ფანებისგან მოვითხოვ, რომ ყველა დროის საუკეთესოებზე საუბრისას, სტეფ კარიც ახსენონ''
6 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის 4-გზის ჩემპიონი, შაკილ ო'ნილი, ,,გოლდენ სტეიტის'' უკანახაზელს, სტეფ კარის, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელებს შორის მოიაზრებს:
,,თქვენგან, გულშემატკივრებისგან, მოვითხოვ, რომ ყველა დროის საუკეთესოთა შორის სტეფ კარიც შეიყვანოთ. უბრალოდ, მისი კანდიდატურის განხილვა დაიწყეთ. მაიკლი, კობი, ლებრონი... ჩართეთ სტეფი ამ სიაში! მოვითხოვ!
მითამაშია ჯორდანის წინააღმდეგ, მითამაშია ჯეიმსთან და კობისთან, ისინი დიდებულები არიან. თუმცა, ადრე თუ გვიან, კარიც ამ კატეგორიაში უნდა მოვიხსენიოთ. არ ვამბობ, რომ ის ისტორიაში საუკეთესოა, მაგრამ უნდა ვახსენოთ. მსგავსი რამ არასდროს მინახავს, თანაც, ლებრონის მსგავსად, სტეფსაც 4 ბეჭედი აქვს.'' - შაკილ ო'ნილი
კარი, რომელიც NBA-ის 4-გზის ჩემპიონია, რეგულარული სეზონის MVP-ად 2-ჯერ, ფინალების MVP-ად კი ერთხელ დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში 36 წლის კალათბურთელი საშუალოდ 24.1 ქულას, 6.3 შედეგიან გადაცემასა და 4.5 მოხსნას აგროვებს.