NBA-ის საზაფხულო ლიგის პირველ შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა'' ,,ბრუკლინ ნეთსს'' 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:90 მოუგო.
,,ბაქსის'' ძირითად შემადგენლობაში იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 28 წუთში 17 ქულას, 5 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას, 1 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 სამქულიანი, 7-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ბრუკლინის'' უკანახაზელმა კამერონ ტომასმა - ამერიკელმა 31 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
მამუკელაშვილის გუნდი საზაფხულო ლიგის მომდევნო შეხვედრას სამშაბათს, 12 ივლისს, ,,ბოსტონ სელტიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.