საშობაო დღის კულმინაცია | ნიკოლა იოკიჩის სუპერ მატჩი მინესოტას წინააღმდეგ
NBA-ის საშობაო დღე დრამატული შეხვედრით დასრულდა - დენვერ ნაგეთსმა მინესოტა ტიმბერვულვზს უმასპინძლა და ოვერტაიმში 142:138 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 115:115 დასრულდა.
დენვერს მე-4 მეოთხედის დაწყებამდე კომფორტული, 14-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა სტუმრებმა მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე, ენტონი ედვარდსის მიერ ჩაგდებული 3-ქულიანით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს.
მინესოტამ ოვერტაიმი 9-ქულიანი გასწრებით დაიწყო, მაგრამ დევიდ ადელმანის მიერ აღებულმა ტაიმაუტმა ყველაფერი მისი გუნდის სასიკეთოდ შეცვალა და საბოლოოდ გამარჯვება ნაგეთსს დარჩა.
მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - 56 ქულა, 16 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. 9 სამქულიანი ჩააგდო ჯამალ მარიმ, სულ კი თავი 35 ქულას მოუყარა.
ტიმბერვულვზს 44 ქულით, 6 მოხსნით, 3 პასითა და 3 ჩაჭრით ენტონი ედვარდსმა ულიდერა.
დენვერი 22 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციზეა, მინესოტა კი 20 გამარჯვებითა და 11 წაგებით მე-4 ადგილს იკავებს.