Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ილიას ზუროსის გუნდი ლიეტუვასთან სტუმრად 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:102 დამარცხდა.

ბოლო მეოთხედში 18-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანით მეტოქემ გამარჯვება შეძლო.

საქართველოს ნაკრებს 30 ქულით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 4 მოხსნით თორნიკე შენგელიამ ულიდერა. 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე.

ლიეტუვას ნაკრებში 21 ქულით, 8 მოხსნით, 6 პასითა და 1 დაფარებით იონას ვალანჩუნასი გამოირჩა.

საქართველოს ნაკრები მომავალ ამხანაგურ შეხვედრას შაბათს, 5 აგვისტოს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

 

სხვა სტატიები