Belive

საქართველოს ნაკრების მეტოქე კვლავ დამარცხდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გამართულ ამხანაგურ მატჩში, ვენესუელის საკალათბურთო ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და 12-ქულიანი სხვაობით, 71:83 დამარცხდა.

ბრაზილიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პედრო ჩურიო გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 26:30 წუთში, 18 ქულისა და 4 მოხსნის დაგროვება შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ვენესუელამ მე-6 მატჩი გამართა და ყველა მათგანში დამარცხდა. პირველი მატჩი, რომელშიც ვენესუელა - არგენტინას დაუპირისპირდა ყველაზე დრამატული გამოდგა. არგენტინელებმა გამარჯვება ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით მოახერხეს (65:66). ამ მატჩის შემდეგ, ვენესუელა ესპანეთთან 30-ქულიანი, საფრანგეთთან 19-ქულიანი, ავსტრალიასთან 56-ქულიანი და სამხრეთ სუდანთან 19-ქულიანი სხვაობით განადგურდა. 

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში კაბო-ვერდეს, ვენესუელასა და სლოვენიას დაუპირისპირდება. 

 

სხვა სტატიები