Belive

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში ჩავიდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰელსინკში 14 კალათბურთელით შეიკრიბა. თბილისიდან ჩასულ 10 მოთამაშეს 4 კალათბურთელი დახვდა, რომლებიც ფინეთის დედაქალაქში ესპანეთიდან და ლატვიიდან ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრებში მხოლოდ კაპიტანს ელოდებიან, რომელიც ჰელსინკში თამაშის დღეს, 21 ნოემბერს იტალიიდან, ჩარტერული რეისით ჩავა. თორნიკე შენგელიას 20 ნოემბერს ევროლიგაში, თურქულ ფენერბაჰჩესთან პრინციპული მატჩი ელის და შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინეთში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გაემგზავრება.

ჰელსინკში თავს მოიყრის 15 კალათბურთელი, რომელთაგან თამაშის წინა დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებიც ფინეთთან მატჩის განაცხადში იქნებიან.

თბილისიდან ჰელსინკში ეროვნული ნაკრები ამ 10 მოთამაშით გაემგზავრა: 

  • გიორგი ოჩხიკიძე

  • ლუკა მაზიაშვილი

  • მათე ხატიაშვილი

  • ლუკა ლიკლიკაძე

  • მათე ყავლაშვილი

  • დუდა სანაძე

  • კახა ჯინჭარაძე

  • ალექსანდრე ფევაძე

  • გიორგი კორსანტია

  • ილია ლონდარიძე

ფინეთში მათ რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი დახვდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები