საქართველოს 18-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ამჯერად შვედეთი დაამარცხა
6 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 70:65 დაამარცხა.
მეორე მატჩშიც გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი მათე ხატიაშვილი, რომელმაც პარკეტზე 33 წუთზე მეტი გაატარა. ამ დროში მან 22 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა, ხოლო მისი სარგებლიანობის ინდექსი (EFF) 27 იყო.
D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა უკვე დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი 28 ივლისს ბოსნია და ჰერცეგოვინას შეხვდება, ხოლო 29 ივლისს - უნგრეთს.