Belive

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პოლონეთი დაამარცხა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველებმა, მატჩის მიმდინარეობისას 10-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრეს და დრამატულ თამაშში ანგარიშით 67:62 გაიმარჯვეს.

ქართველთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი გადასცდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, ყველაზე შედეგიანი ირაკლი ქარდავა იყო 19 ქულით, ილია სულაძემ 15 ქულა აიღო, მათე ყავლაშვილმა და მათე ხატიაშვილმა კი პოლონელლებს 11-11 ქულა ჩაუგდეს.

პლეი ოფში A დივიზიონის ყველა - 16-ვე გუნდი გადის, შესაბამისად, ჩვენი მეტოქე მერვედფინალში D ჯგუფის მე-2 ადგილოსანი იქნება, რომელიც დღეს მოგვიანებით გაირკვევა. მერვედფინალში თანატოლ იტალიელებს, ბერძნებს ან ისრაელელებს შევხვდებით. გავარდნილი 8 გუნდი ერთმანეთში მე-9/მე-16 ადგილებისთვის ითამაშებენ და ამ შემთხვევაში გუნდების ამოცანა იქნება, რომ ბოლო 3 ადგილი არ დაიკავონ, რათა A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნონ.

სხვა სტატიები