საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები – იტალიასთან, შინ, 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 84:85 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინმა ულიდერა, რომელმაც 33 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. 14 ქულას, 3 მოხსნასა და 4 ჩაჭრას მოუყარა თავი დუდა სანაძემაც, რომელმაც საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ჩვენი ბიჭების მონდომება ამჯერად საკმარისი არ გამოდგა და იტალიელებმა დაძაბულ ბრძოლაში მაინც დაგვამარცხეს
იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 15 ქულითა და 4 მოხსნით ამადეო ტესიტორი გამოირჩა.
საქართველო 4 მოგებითა და 4 წაგებით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, 4 მოგება და 4 მარცხია ისლანდიის ანგარიშზეც, რომელიც ჩვენი ნაკრების მთავარი კონკურენტია (მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები გაიფორმებს).
ილიას ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს 2023 წლის, 23 თებერვალს, სტუმრად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.