Belive

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩამდე რიგაში ივარჯიშა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს 1 ივლისს, რიგაში "რიგა არენაზე", უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. რიგის ოლიმპიურ ცენტრ Rimi-ში ილიას ზუროსის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა და აქცენტი კომბინაციების დამუშავებაზე გააკეთა. მათ როგორც ცალ ფარში, ისე პარკეტის მთელ დისტანციაზე ივარჯიშეს და უკრაინასთან შეხვედრისთვის სრულფასოვნად მოემზადნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაკრების ის წევრები, რომლებსაც ტრავმა ჰქონდათ, პარკეტს დაუბრუნდნენ და კარგ ფორმაში არიან, მათ შორის გიორგი ცინცაძე, რომელსაც სერიოზული დაზიანების გამო, საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების დაპირისპირება უკრაინის წინააღმდეგ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები