საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,სრულად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც საკუთარ თავზე მაქვს აღებული და, აქიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი ვარ იმ წარმატებაზე, რაც ქართულ კალათბურთს ელოდება წინ. ასევე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევრობასკეტის ჩატარებას ღირსეულად გავართმევთ თავს. რაც შეეხება პაატა გურასპაულს, მას არაერთხელ შევხვდი და ერთად დავსახეთ ის გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული კალათბურთი და გადავწყვიტეთ, რომ ამ კონფიგურაციით ამის უფრო მეტი საშუალება გვექნება,'' - განაცხადა სანიკიძემ.სანიკიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და მხარი სანიკიძეს დაუჭირა.