Belive

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

2021 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად, ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 90:94 დაამარცხა.

უძლიერეს მეტოქესთან შეხვედრაში ჩვენმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით დათმეს, თუმცა თამაშს არ გამოეთიშნენ და დარჩენილი დრო უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელის, ტად მაკფადენის თამაში, რომელმაც სერბეთს 33 ქულა ჩაუგდო. ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა გიორგი შერმადინმა. ქართველთა ცენტრმა 23 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრები 2 მოგებით ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები