2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
უპრინციპულესი შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაზე” გაიმართება. უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება.
ილიას ზუროსმა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც გოგა ბითაძე ტრავმის გამო ვერ მოხვდა. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ, მუხლი დაიზიანა.