Belive

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თბილისში მიმდინარე 16-წლამდე საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ისრაელს დრამატულ ბრძოლაში, 70:66 მოუგეს და მომავალი წლის ევრობასკეტზე A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა ფოჩხუა იყო, მან 14 ქულა ჩააგდო, 6-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დავით ტრაპაიძემა და სანდრო შერვაშიძემ ისრაელს 11 ქულა ჩაუგდეს, შერვაშიძემ 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. საბა პატაშურსა და ბესო გიგაურს, შესაბამისად, 10 და 9 ქულა ჰქონდათ.

ახლა საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ნახევარფინალში ჩვენი მომდევნო მეტოქე ფინეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები