Belive

სანდრო მამუკელაშვილმა მემფისს 9 ქულა არასრულ 4 წუთში ჩაუგდო

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, "მემფის გრიზლსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად, 128:109 დაამარცხა. სან ანტონიო ძალიან ცუდად გამოიყურება, მათ ბოლო 13 შეხვედრაში მეათედ წააგეს.

მემფისი დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მესამე მეოთხედი სპურსმა 2 ქულით მოიგო, თუმცა ბოლო 12 წუთში ისევ მასპინძლები დომინირებდნენ და 37:28 მოიგეს.

სანდრო მამუკელაშვილს ისევ მცირე სათამაშო დრო მიეცა, ქართველმა პარკეტზე არასრული 4 წუთი დაჰყო, თუმცა თამაშიდან სროლის 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და 9 ქულა დააგროვა. სანდრომ 2-დან ორივე სამქულიანი და 1 ორქულიანი ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან ნასროლი 2 ბურთიდან კი კალათში ერთი ჩავარდა.

ჯარენ და გრეგორი ჯექსონები მემფისის ორი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო, ჯარენმა 31, ხოლო გრეგორიმ 27 ქულა ჩააგდო. 27 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა სპურსის საუკეთესო კალათბურთელის, ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზეა.

სპურსი შემმდეგ შეხვედრას 2 დღეში, "ატლანტა ჰოუკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები