Belive

სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა და 4 მოხსნა ჰიუსტონის წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ჰიუსტონისა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება შედგა. ჰიუსტონში, "Toyota Center"-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 142:110 დასრულდა.

"სან ანტონიოს" მაისურით რიგით მეორე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 17:17 წუთში 6 ქულისა და 4 მოხსნის დაგროვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ “მილუოკისთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, რაშიც ყოფილი გუნდიც აქტიურად დაეხმარა. “ბაქსთან” დამშვიდობების შემდეგ, მამუკელაშვილი “სან ანტონიო სპურსს” შეუერთდა, სადაც ზედიზედ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები