Belive

სანდრო მამუკელაშვილი: "თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვცდილობ გუნდს მოვერგო"

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესეზონზე, "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონის" დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, "AT&T Center"-ში გამართული მატჩი, "სპურსის" მარცხით, 89:99 დასრულდა. "სან ანტონიოს" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო კვლავ მიეცა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 8:45 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულის დაგროვება შეძლო.

"ჰიუსტონთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილმა "სპურსთან" ადაპტაციაზე, სამომავლო გეგმებსა და ვიქტორ ვემბანიამაზე ისაუბრა.


"სპურსთან" და გრეგ პოპოვიჩთან ერთად, პირველად ვატარებ პრესეზონს. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მომწონს ის მიდგომა, როგორც ვმუშაობთ. "სპურსში" ახალგაზრდა კალათბურთელები მრავლად არიან, ამიტომ მეტი სირბილი და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ყოფნა გჭირდება. სიამოვნებას ვიღებ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. "სპურსში" ყველაფრის თავიდან დაწყება მოიწია. ვცდილობ, მეტი ვისწავლო, გუნდს მოვერგო და წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ამ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა განსაკუთრებულია - ყველაფერს იდეალურად მიხსნიან და თავს კომფორტულად ვგრძნობ.

როდესაც ვემბანიამა პირველად დავინახე, იანისი გამახსენდა. ვთამაშობ და ვვარჯიშობ მასთან ერთად და ვხედავ, თუ როგორი სახიფათოა. ის იანისზე უფრო მაღალია და უფრო გრძელი კიდურები აქვს. ვგრძნობ, რომ ის NBA-ს დაიპყრობს... - სანდრო მამუკელაშვილი.

შეგახსენებთ, "სპურსი" მომდევნო მატჩს კვლავ "ჰიუსტონის" წინააღმდეგ, 19 ოქტომბერს გამართავს.


სხვა სტატიები