საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილუოკ ბაქსის" კალათბურთელი - სანდრო მამუკელაშვილი, NBA-ს მატჩის წინ, სადაც "მილუოკი" "ოკლაჰომას" უპირისპირდებოდა, საქართველოს ნაკრების ეკიპირებით, კერძოდ კი "ჰუდით" მივიდა.
მამუკელაშვილმა "ოკლაჰომას" წინააღმდეგ პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულას, 2 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.