სან ანტონიოსა და გოლდენ სტეიტის შეხვედრაში NBA-ის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,სან ანტონიო სპურსმა'' NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩზე დასწრების რეკორდი მოხსნა.
ტეხასური გუნდისა და ,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' (113:144) შეხვედრას Alamodome-მა უმასპინძლა. მატჩს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის - 68 323 ადამიანი დაესწრო.
წინა რეკორდი 1998 წლის 27 მარტს, ,,ატლანტა ჰოუქსისა'' და მაიკლ ჯორდანის ,,ჩიკაგო ბულსის'' შეხვედრაში დამყარდა, რომლის 62 046 ბილეთი გაიყიდა.
თუ რეგულარული სეზონის მატჩს არ ჩავთვლით, NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი, 108 713 ადამიანი 2010 წლის ყველა ვარსკვლავის შეხვედას დაესწრო, რომელიც Cowboys Stadium-ზე გაიმართა.