სან ანტონიომ სანდრო მამუკელაშვილის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა
"სან ანტონიო სპურსის" გადაწყვეტილებით, სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ქართველ კალათბურთელს ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებებისა და შეთავაზების მიღების საშუალება ექნება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრო 'შეზღუდული' თავისუფალი აგენტი იყო. მას აქამდეც შეეძლო სხვა კლუბებთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებულიყო, თუმცა სპურსი უფლებას იტოვებდა თავად დაეკმაყოფილებინა ეს პირობები და მოთამაშე გუნდში დაეტოვებინა. ახლა სან ანტონიოს შეთავაზებების დაბლოკვის უფლება აღარ ექნება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მამუკელაშვილმა გუნდში დარჩენა თავად გადაწყვიტოს.
მამუკელაშვილი, ბოლო სეზონში, საშუალოდ 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მას ძირითადად შეცვლაზე უწევდა თამაში.