სან ანტონიომ საკრამენტოსთან წააგო - მამუკელაშვილს მცირე დრო დაუთმეს
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსი'' ,,საკრამენტო კინგსთან'' სტუმრად 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 129:131 დამარცხდა.
დღევანდელ მატჩში 4 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 3 მოხსნის მოგროვება შეძლო.
,,სპურსს'' 30 ქულით, 9 პასით, 5 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დევინ ვასელმა ულიდერა.
,,საკრამენტოს'' რიგებში დომანტას საბონისი გამოირჩა, რომელმაც 31 ქულას, 17 მოხსნას, 9 ასისტს, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
,,სან ანტონიო'' 13 მოგებითა და 50 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 10 მარტს, ,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' წინააღმდეგ გამართავს.
Back on the floor Saturday at Golden State. #PorVida | @FrostBank | #sponsored pic.twitter.com/zhFH44ZFYq
— San Antonio Spurs (@spurs) March 8, 2024