Belive

სან ანტონიომ რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში დეტროიტი დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "დეტროიტ პისტონსი" 95:123 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 25:59 წუთი ითამაშა, მან ამ დროში 18 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო), 8 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.

ქართველ კალათბურთელზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჯეიმს ვაისმენს ჰქონდა, მან 21 ქულით და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

"სან ანტონიო სპურსმა" NBA-ს 2023/24 წლების რეგულარული სეზონი 22 მოგებით და 60 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილით დაასრულა.

სხვა სტატიები