Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა | სან ანტონიო მილუოკი ბაქსთან დამარცხდა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "სან ანტონიო სპურსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და ტეხასური გუნდი 132:119 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაახლოებით 15 წუთი მიეცა, ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა ერთი სამქულიანის ჩაგდება მოახერხა (4/1) და მთლიანად მატჩშიც 3 ქულა ჰქონდა, ამასთან მან 8 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდროს თანაგუნდელებიდან ყველაზე კარგი შედეგი კელდონ ჯონსონმა დააფიქსირა, მან 28 ქულა ჩააგდო და 12 მოხსნაც დააგროვა.

მატჩში ყველაზე მეტი 40 ქულა დემიენ ლილარდს ჰქონდა. "ბაქსის" შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ სამმაგი დუბლი გაიფორმა: 11 ქულა, 14 მოხსნა, 16 ასისტი. ასევე მილუოკელთა რიგებიდან ბობი პორტისმა ორმაგი დუბლი შეასრულა 23 ქულით და 10 მოხსნით.

სხვა სტატიები