Belive

საკალათბურთო ALL STAR-ის ფორმატი ისევ იცვლება

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-მ ყველა ვარსკვლავის მატჩის ფორმატი კიდევ ერთხელ შეცვალა და რადიკალურად განსხვავებულ სახეს მიიღებს. ორი გუნდისა და ერთმატჩიანი დაპირისპირების ნაცვლად 4 გუნდსა და მინიტურნირს მივიღებთ, სადაც ნახევარფინალები და ფინალი ჩატარდება - სულ 3 თამაში (ერთ დღეში).

2025 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის თამაში 16 თებერვალს სან-ფრანცისკოს Chase Center-ში გაიმართება. 3 თამაშიდან გამარჯვებულები ის გუნდები იქნებიან, რომლებიც პირველი მიაღწევვენ 40 ქულას. 2017 წლამდე ერთმანეთს ყოველთვის აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო მოთამაშეები უპირისპირდებოდნენ, შემდეგ ფორმატი შეიცვალა და გუნდებს ორი კაპიტანი აკომპლექტებდა.

ALL STAR-ის 24 მონაწილე კალათბურთელი ისევ ძველი წესით აირჩევა, თუმცა 2 გუნდში განაწილების ნაცვლად, 3 რვაკაციან გუნდში განაწილდებიან, მეოთხე კი ტალანტებისგან შემდგარი გუნდი იქნება. 8-კაციან გუნდებს დააკომპლექტებს შაკილ ო’ნილი, ჩარლზ ბარკლი და კენი სმიტი.