საბერძნეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვასილის სპანულისის განაცხადში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეც მოხვდა - მათ შორის არიან: ოლიმპიაკოსის უკანახაზელი ტაილერ დორსი, ნიკ კალატესი, თანასის ანტეტოკუნმპო, დინოს მიტოღლუ და კოსტას პაპანიკოლაუ.
წინასწარ სიაში ოლიმპიაკოსის ოთხი მოთამაშე მოხვდა: ტაილერ დორსი, ომერ ნეციპოღლუ, კოსტას პაპანიკოლაუ და ნიკოს პლოტასი. პანათინაიკოსიდან კი კანდიდატთა სიაში პანაიოტის კალაიცაკისი და დიმიტრის მორაიტისი არიან.
საბერძნეთის 24-კაციანი სია სრულად ასე გამოიყურება:
უკანახაზელები: ათანასიოს ბაზინასი, ნიკ კალატესი, ტაილერ დორსი, დიმიტრის ფლიონისი, პანაიოტის კალაიცაკისი, დიმიტრის კაციველისი, იანულის ლარენძაკისი, მიხალის ლუნძისი, ელაიჯა მიტრუ-ლონგი, დიმიტრის მორაიტისი, ომერ ნეციპოღლუ, ალექსანდროს ნიკოლაიდისი, ნიკოს პლოტასი, ვასილის ტოლიოპულოსი.
ფორვარდები: თანასის ანტეტოკუნმპო, ნიკოს ხუგაზი, დინოს მიტოღლუ, კოსტას პაპანიკოლაუ, ნიკოს პერსიდისი, ნიკოს ტულიატოსი.
ცენტრები: კოსტას ანტეტოკუნმპო, მანოს ხაციდაკისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, ანტონის კარაგანიდისი.
Εθνική Ελλάδας: Η προεπιλογή του Βασίλη Σπανούλη για τα παράθυρα του Νοεμβρίου - Εκτός ο Ρογκαβόπουλος, μέσα ο Ντόρσεϊ https://t.co/LhRo90qsfi
— SPORT24 (@sport24) November 17, 2026
ნოემბრის ფანჯრის დროს საბერძნეთის ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის: 26 ნოემბერს გუნდი საკუთარ მოედანზე საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო 29 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრება.
ამჟამად სპანულისის გუნდი I ჯგუფში, 4 მოგებითა და 4 მარცხით, მე-5 ადგილზეა. ანალოგიური შედეგი აქვთ პორტუგალიასა და მონტენეგროსაც.
სატურნირო მდგომარეობა ამჟამად ასეთია: