Belive

საბერძნეთის ნაკრებმა ბრიტანეთი მარტივად დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარ გუნდს იანის ანტეტოკუნმპო ვერ ეხმარებოდა, ბერძნებმა ბრიტანეთი მარტივად დაამარცხეს.

დიდმა ბრიტანეთმა მატჩის 23-ე წუთზე 51:50 დაწინაურება მოახერხა - ეს იყო საუკეთესო, რაც მათ აღნიშნულ შეხვედრაში შეძლეს.

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა იანისი ამ მატჩში დაასვენა, თუმცა, გუნდმა მის გარეშეც შეძლო დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. აღნიშნული შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა 93:77 დათმო. ბერძნების მხრიდან საუკეთესო პაპაიანისი იყო, რომელმაც შეხვედრა 17 ქულით და 6 მოხსნით დაამთავრა. ბრიტანელების მხრიდან კი ყველაზე გამორჩეული ლუკ ნელსონი იყო, რომელაც ასევე 17 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი კვლავ რჩება C ჯგუფის ლიდერად 3 გამარჯვებით. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ისინი სამი მარცხით ბოლო ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები