რიკი რუბიო ესპანეთის ნაკრებს უბრუნდება
2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის, ესპანეთის ნაკრებმა განაცხადი გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ რიკი რუბიო ნაკრებს უბრუნდება და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.
33 წლის მცველმა, რომელიც თვეების განმავლობაში ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძოდა და NBA-ს კარიერა დაასრულა, "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ პარკეტზე ჯერ არ გამოჩენილა. რამდენიმე კვირიანი ვარჯიშის შემდეგ, ესპანელ გამთამაშებელს ნაკრებშიც დაუძახეს.
14-კაციან სიაში შედის ევროლიგის ათი მოთამაშე, რომელთაგან მხოლოდ სებასტიან საიზი ("ალვარკ ტოკიო") და ხუანჩო ერნანგომესი ("პანათინაიკოსი") თამაშობენ ესპანეთის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში არ მოხვდა ხუანჩოს ძმა, ვილი ერნანგომესი, რომელიც 2022 წლის ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ახლა "ბარსელონაში" თამაშობს.
2008 წელს რიკი რუბიო გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელსაც საკალათბურთო ოლიმპიადის ფინალში უთამაშია, ესპანელი მაშინ 17 წლის იყო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩინეთში რიკი რუბიომ ნაკრებთან ჩემპიონობა მოიპოვა. იქამდე, სანამ 2023 წლის სექტემბერში დილონ ბრუკსი ამერიკის ნაკრებს 39 ქულას ჩაუგდებდა, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებულ ქულათა რეკორდი რუბიოს ეკუთვნოდა, 2020 წლის ოლიმპიადაზე მან ამერიკელებს 38 ქულა ჩაუგდო.
🚨 Convocatoria de España para el Eurobasket 2025.
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) February 13, 2024
✅ Estará RICKY RUBIO. pic.twitter.com/KdoEkcHYcK