რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში ორლანდო დამარცხდა
NBA-ს 2024/25 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა და ბოლო მატჩი ჩაატარა "ორლანდო მეჯიქმაც", რომელიც "ატლანტა ჰოუქსთან" 117:105 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ 25:55 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.
მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა ენტონი ბლექმა ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა ტერენს მანს.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობა თანაბარი წაგება მოგების ბალანსით მე-7 პოზიციაზე დაასრულა - 41 მოგება, 41 მარცხი. ქართველი კალათბურთელის გუნდი პლეი-ინში ითამაშებს და პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძოლებს, როგორც დღეს, აქაც "ორლანდო" "ატლანტას" დაუპირისპირდება და გადაწყდება, ვინ მოხვდება საუკეთესო 8 გუნდში. ეს მატჩი 16 აპრილს არის ჩანიშნული.
final pic.twitter.com/uEpnaovezq
— Orlando Magic (@OrlandoMagic) April 13, 2025