Belive

რაჟონ რონდო დააკავეს

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის ყოფილი მოთამაშე რაჟონ რონდო ინდიანაში ცეცხლსასროლი იარაღის, ნარკოტიკული საშუალებების და მარიხუანას უკანონო ტარებისთვის დააკავეს. ამის შესახებ სპორტული გამოცემა ESPN იტყობინება.

37 წლის რაჟონ რონდო კვირას შუადღისას ინდიანას ჯექსონის ოლქში საგზაო მოძრაობის დარღვევის გამო გააჩერეს, პოლიციელი როდესაც ავტომობილთან მივიდა მარიხუანას სუნი იგრძნო.

გამოცემის თანახმად, ჩხრეკისას იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს. მათი თქმით, რონდო ჯექსონის ოლქის ციხეში გადაიყვანეს. კალათბურთელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა.

ESPN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს რონდოს წინააღმდეგ ქალის მიერ გადაუდებელი დამცავი ორდერი იქნა შეტანილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რონდო მას იარაღით დაემუქრა და თქვა, რომ ეშინოდა თავისი შვილებისთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინა, რადგან კალათბურთელს მისი (ქალის) განცხადებით ჰქონდა "არასტაბილური და ფეთქებადი ქცევის მანერა.

რონდომ NBA-ში 16 სეზონი ითამაშა, ბოლოს კი 2021-22 წლებში "ლოს-ანჯელეს ლეიკერსსა" და "კლივლენდ კავალიერსში" ასპარეზობდა. ის 4-ჯერ ALL STAR-ის მონაწილე იყო და ორგზის NBA ჩემპიონი.

სხვა სტატიები