Belive

რასელ უესტბრუკი კარიერას ლოს ანჯელეს კლიპერსში გააგრძელებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ლეიკერსის'' ყოფილი გამთამაშებელი, რასელ უესტბრუკი ,,ლოს ანჯელეს კლიპერსში'' ითამაშებს. ინფორმაციას ESPN-ის ინსაიდერი, ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, სამმხრივი გაცვლის შედეგად, 34 წლის კალათბურთელი ,,ლეიკერსიდან'' ,,იუტაში'' გადავიდა. ვოინაროვსკის ცნობით, მას შემდეგ, რაც ,,ჯაზი'' უკანახაზელის კონტრაქტს გამოისყიდის, რასელი ხელშეკრულებას ახალ გუნდთან გააფორმებს.

მიმდინარე სეზონში უესტბრუკი საშუალოდ 15,9 ქულას, 7,5 შედეგიან გადაცემასა და 6,2 მოხსნას აგროვებს.

,,ლოს ანჯელეს კლიპერსი'' 33 მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები