Belive

ყველაზე მეტი ასისტი - ბითაძის შედეგიანი თამაში ჩიკაგოსთან

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს "ინდიანა პეისერსმა" NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა "ჩიკაგო ბულსთან" გამართა და 16 ქულიანი სხვაობით, 97:113 დამარცხდა. იქიდან გამომდინარე, რომ "ინდიანას" აღნიშნულ თამაშში დომანტას საბონისი ვერ ეხმარებოდა, ხოლო მაილს ტერნერმა დაზიანება თამაშის დროს მიიღო, გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო. ამ დროში ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანი იყო - გოგამ 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი), 3 მოხსნა (2 შეტევაში), 6 ასისტი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. სამწუხაროდ, 21 წლის ქართველმა თავისუფალი სამქულიანების გამოყენება ვერ მოახერხა, თუმცა ის გადაცემების რაოდენობით "ინდიანაში" საუკეთესო იყო. შემდეგ თამაშს "ინდიანა პეისერსი" ხვალ, "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს. ჯერჯერობით უცნობია, იქნებიან თუ არა მზად ტერნერი და საბონისი აღნიშნული შეხვედრისთვის.

სხვა სტატიები