Belive

ქართველების გუნდები დამარცხდნენ | გოგა ბითაძემ 4 წამი ითამაშა, სანდრო მამუკელაშვილმა არცერთი

10 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "დალას მავერიქსთან" დაძაბულ ბრძოლაში 129:131 დამარცხდა. "ორლანდომ" პირველი ტაიმის მოგება 16 ქულიანი სხვაობით მოახერხა, მაგრამ მესამე მეოთხედში "დალასმა" დიდი სხვაობით გაიმარჯვა (35:12) და მატჩის ბედიც გადაწყვიტა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორლანდომ 4-დან 3 მეოთხედი მოიგო, მაგრამ მაინც დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში მხოლოდ 4 წამი ითამაშა.

დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი ლუკა დონჩიჩი იყო, სლოვენიელმა 43 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან ორმაგი დუბლი შეასრულა, 45 ქულა ჩააგდო, 9-ჯერ ბურთი მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ტიმ ჰარდევეის 36 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. დერეკ ლაივლიმ ორმაგი დუბლი 20 ქულით და 11 მოხსნით გაიფორმა.

მეორე შედეგიანობის მხრივ "ორლანდოს" ლიდერი პაოლო ბანკერო იყო, მან 36 ქულა 9 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა.

მეორე ქართველის სანდრო მამუკელაშვილის გუნდი "სან ანტონიო სპურსიც" თამაშობდა NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ვაშინგტონის ვიზარდსის" წინააღმდეგ, გრეგ პოპოვიჩის გუნდი მატჩში 118:113 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა დევინ ვასელს ჰქონდა, ვიქტორ ვემბანიამამ 22 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ჩედი ოსმანს 20 ქულა ჰქონდა.

ვაშინგტონელთა რიგებიდან ყველაზე შედეგიანი კაილ კუზმა იყო, რომელმაც 18 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. დენიელ გაფორსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა, მან 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

სხვა სტატიები