"ქართველები კარგად გვყავს შესწავლილი" - ტეემუ რანიკო
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიული ევრობასკეტის 1/4-ფინალურ მატჩში, ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
პრინციპული მატჩის წინ ფინეთის ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ტეემუ რანიკო მედიასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები კარგად ჰყავთ შესწავლილი.
მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულმა დაპირისპირებამ ნათელი გახადა, თუ როგორ თამაშს აპირებდნენ. ამავრდოულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაკრებს ჩვენს წინააღმდეგ სრული შემადგენლობით არ უთამაშია - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეები, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე საქართველოს ნაკრებისთვის უდიდესი დანამატია.
უნდა ვაიძულოთ, რომ სწრაფი კალათბურთი ითამაშონ და პარკეტის ყველა მონაკვეთზე აქტიურები იყვნენ. დაცვით მოხსნებში უნდა დავჩაგროთ და შეტევაში მათი მოხსნები გავანეიტრალოთ. სიმამაცე ის გასაღებია, რომელიც დიდი და ფიზიკური მოთამაშეების წინააღმდეგ გვეხმარება. - ტეემუ რანიკო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფინეთს შორის გამარჯვებული, ევრობასკეტის 1/2-ფინალში გერმანიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.