Belive

პირველად ისტორიაში - გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებმა სერბეთს 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:77 მოუგო.

გერმანიას 28 ქულით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დენის შროდერმა ულიდერა. 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 ასისტი იყო ფრანც ვაგნერის ანგარიშზე.

სერბეთის შემადგენლობაში 21 ქულით, 2 პასით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ალექსა ავრამოვიჩი გამოირჩა. 17 ქულა, 5 ასისტი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე.

გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა, სერბეთმა კი ფინალი მეორედ წააგო.

სხვა სტატიები