ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107-93 დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ავსტრალიელებს 42 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით პატი მილსმა ულიდერა. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო ჯო ინგლსის ანგარიშზე.
სლოვენიელთა შემადგენლობაში 22 ქულით, 8 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. 18 ქულას, 7 მოხსნას, 2 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი კლემენ პრეპელიჩმა.
ავსტრალიამ კალათბურთში ოლიმპიური მედლის მოპოვება ისტორიაში პირველად შეძლო.