ორლანდომ შეხვედრა ატლანტასთან დათმო | ბითაძემ 17 წუთი ითამაშა
ორლანდო მეჯიქმა, NBA-ის რეგულარულ სეზონში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად დამარცხდა (ატლანტა ჰოუკსთან - 107:111).
სტუმრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ბოლო წუთებზე შეძლეს, მათ ბოლო მეოთხედი 12-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს და შესაბამისად შეხვედრა, რომელსაც თითქმის სულ აგებდნენ, თავის სასარგებლოდ დაიტოვეს.
გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, ქართველმა პარკეტზე 16:53 წუთი გაატარა და ამ დროში 3 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.
Goga Bitadze said NOPE@FLBlue pic.twitter.com/7UHWdZlBKg
— Orlando Magic (@OrlandoMagic) October 25, 2025
ორლანდოს მხრიდან ისევ საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი - გერმანელმა კალათბურთელმა ატლანტას 27 ქულა ჩაუგდო, 6-ჯერ მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეხვედრა ჩააგდო პაოლო ბანკერომ, რომელმაც მხოლოდ 11 ქულა მოაგროვა და ცუდი პროცენტი ჰქონდა - 5 მცდელობიდან სამქულიანი ვერცერთხელ ჩააგდო, მთლიანობაში კი 15 სროლიდან მხოლოდ 4-ის გამოყენება შეძლო.
ორლანდო მეჯიქი მომდევნო მატჩს ისევ საკუთარ კედლებში, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ ჩაატარებს.