ორლანდომ რეგულარული ეტაპის ბოლო შეხვედრაში მილუოკი ბაქსი დაამარცხა
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "მილუოკი ბაქსი" 88:113 დაამარცხა. ორლანდოელებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვეს და პირველ რაუნდში "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდებიან.
გოგა ბითაძემ შეხვედრაში 3:53 წუთი ითამაშა, ამ დროში მან ქულის ჩაგდება ვერ მოახერხა, გოგას 3 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 26 ქულით პაოლო ბანკერო იყო, მან ასევე 11 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლი მიითვალა. ფრანც ვაგნერს ჰქონდა 25 ქულა. შეხვედრაში კიდევ ერთი ორმაგი დუბლი იყო, რომელიც ბობი პორტისმა დააფიქსირა 17 ქულა და 10 მოხსნა.
WAGIC WIN 🪄 pic.twitter.com/LBLGmJufBO
— Orlando Magic (@OrlandoMagic) April 14, 2024