Belive

ორლანდომ დეტროიტი დაამარცხა | გოგამ 15 წუთი ითამაშა

6 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსი 112:109 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მატჩში 14:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა კეინ კანინგემმა ჩააგდო, მან ასევე სამმაგი დუბლიც გაიფორმა - 39 ქულა, 13 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. ორლანდოელთა რიგებიდან 37 ქულით საუკეთესო იყო დესმონდ ბეინი.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 მოგებით და 8 მარცხით მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 2 დეკემბერს, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები